საზოგადოება
30.04.2020 12:41
გუშინ აღებული 8 ნიმუშიდან 3 დადებითია, სამივე მათგანი სამხედრო ჰოსპიტალის კოვიდინფიცირებული მედდის კონტაქტია - გიგი ხოჯევანიშვილი

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ სამ პირს დაუდგინდა, სამივე მათგანი კოვიდინფიცირებული მედდის კონტაქტია - აღნიშნული ინფორმაცია შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიგი ხოჯევანიშვილმა დაადასტურა.

„პირველადი ინფიცირებულის კონტაქტების კვლევების შედეგად გაირკვა, რომ არის კიდევ სამი ინფიცირებული, სამივე ადამიანი არის აღნიშნულ მედდასთან ნათესავურ კავშირში მყოფი პირი. ამ დროისთვის ყველა დამატებითი კონტაქტის გამოსავლენად მიმდინარეობს კიდევ ღრმა ეპიდ.კვლევა და ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე მოხდება დამატებითი ანალიზების აღება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

სოფლის ჩაკეტვის საკითხთან დაკავშირებით, მხარის რწმუნებულის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების საფუძველზე, თუ მუზანშეწონილად ჩაითვლება გარკვეული ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ჩაკეტვა, აღნიშნულზე რეგიონში მოქმედი შტაბი უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით მიიღებს გადაწყვეტილებას.

სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი მათგანი ჰოსპიტალის ინფიცირიბული მედდის მცირეწლოვანი შვილია.

კვირის ამბები