საზოგადოება
30.04.2020 11:13
საქართველოში კორონავირუსი 539 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 178 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 22-ით გაიზარდა და ამ დროისთვის, 539-ს შეადგენს. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ.გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. როგორც ცნობილია, ახლადდადასტურებული 22 შემთხვევიდან 15 თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, სვანეთიდან - 3 და დანარჩენი კი, ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება.

ვებ.გვერდის ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 5256 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548 პირი რჩება.

ინფორმაციისთვის, 539 ადამიანიდან 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კვირის ამბები