საზოგადოება
30.04.2020 08:39
ჰოსპიტალის კოვიდინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი პირების ანალიზების პასუხები დღეს გახდება ცნობილი

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროსი მედდა, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, სტაციონარსია მოთავსებული. ეპიდემიოლოგებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან კი დადგენილია ინფიცირებულთან პირდაპირ და ირიბ კონტაქტში მყოფ პირთა წრე. ყველა მათგანს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა, პარალელურად, 8 პირის ნიმუშები გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდინფიცირების ფაქტი მედ.პერსონალის გეგმიური PCR ტესტირებისას გამოვლინდა.

კვირის ამბები