საზოგადოება
29.04.2020 20:18
გორის მერია უსახსროდ დარჩენილი ოჯახების დახმარებას აგრძელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია უსახსროდ დარჩენილი ოჯახებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების საკვები პროდუქტით დახმარებას აგრძელებს.

მერიის წარმომადგენლებმა, დღეს, სხვადასხვა დასახელების პროდუქტი 2008 წლის 9 აგვისტოს, ვერხვების დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების დროს დაზარალებულ სოფიო მურადოვას გადასცეს.

სოფიო მურადოვა 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის შემდგომ, ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო შშმ პირის სტატუსით სარგებლობს და ვერხვების დასახლებაში, შვილის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

შეგახსენებთ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, საკვები პროდუქტების გარეშე დარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად 150 000 ლარი გამოყო.

კვირის ამბები