საზოგადოება
29.04.2020 19:48
გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროს მედდას კორონავირუსი დაუდასტურდა

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროს მედდას COVID-19 დაუდასტურდა - აღნიშნულ ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულება ავრცელებს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კოვიდინფიცირების ფაქტი მედ.პერსონალის გეგმიური PCR ტესტირებისას გამოვლინდა.

მათივე ინფორმაციით, ინფიცირებულთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ტესტირება უკვე ჩაუტარდა და ყველა პასუხი უაროფითია.

„ექთანს ჰოსპიტალის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა, ამის მიუხედავად მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. აქვე მოგახსენებთ, რომ ჰოსპიტალის გარეთ მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა,“- აღნიშნულია ჰოსპიტლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები