საზოგადოება
29.04.2020 14:11
ჟურნალისტების, როგორც ერთ-ერთი მიზნობრივი ჯგუფის ტესტირება დღეიდან იწყება

მიზნობრივი ჯგუფების ტესტირება საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. დღეიდან კი, ჟურნალისტების, როგორც ერთ-ერთი მიზნობრივი ჯგუფის ტესტირებაც იწყება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ჟურნალისტების სკრინინგისთვის თავდაპირველად სწრაფ ტესტებს გამოიყენებენ, შემდგომ კი, საჭიროების შემთხვევაში, გადამოწმება PCR ტესტებით მოხდება.

„მიზნობრივი ჯგუფები ძალიან ბევრი იქნება, უპირველეს ყოვლისა, მიზნობრივ ჯგუფში ჟურნალისტები ბრძანდებით. დღეს ვიწყებთ ჟურნალისტების გატესტვას, ეს სწრაფი ტესტია და საჭიროების შემთხევევაში გადავალთ PCR ტესტებზე ჟურნალისტებთან მიმართებაში“, - განაცხადა ლევან გოფოძემ მედიასთან საუბრისას.

ერთ-ერთი მიზნობრივი ჯგუფია მოხუცები და დრეიდან ტესტირება დაიწყება მოხუცთა სახლებში.

კვირის ამბები