საზოგადოება
29.04.2020 10:57
საქართველოში კორონავირუსი 517 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 168 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 517 ადამიანს აქვს დადასტურებული, აქედან 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი - გარდაიცვალა.

„გუშინ ამ დროისთვის 511 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, 24 საათის განმავლობაში დაგვემატა კორონავირუსით 6 ახალი ინფიცირებული პირი, ასევე, სასიხარულოა, რომ გვყავს 12 გამოჯანმრთელებული პაციენტი და მათმა საერთო რაოდენობამ 168 შეადგინა. პირველი შემთხვევაა, როცა დაინფიცირებულებსა და გამოჯანმრთელებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა. ჩემი სურვილი იქნება ასე გაგრძელდეს“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს კოვიდცენრებში 349 პაციენტი მკურნალობს.

ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმშია - 5153 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 549 პირი რჩება.

ამასთან, სხვადასხვა კლინიკაში გადის მკურნალობას უცხოეთიდან გადმოყვანილი საქართველოს 3 კოვიდინფიცირებული მოქალაქე.

 

კვირის ამბები