კონფლიქტები
10.10.2019 00:05
ჟენევაში, დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკების მაგიდა დატოვა

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში კვლავ უშედეგოდ დასრულდა. დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკების მაგიდა დატოვა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას თქმით, ყველას ინტერესშია არსებული ვითარების დეესკალაცია.

„მოლაპარაკების ამ რაუნდის წინ საკმაოდ მძიმე ფონი იყო, შესაბამისად, დიდი მოლოდინები არ იყო, რომ რამე გარღვევა მოხდებოდა. ყველას ინტერესშია არსებული ვითარების დეესკალაცია, ყველას ინტერესშია, რომ ვითარების თანდათანობითი განმუხტვა მოხდეს. ამ მხრივ მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რაც მხარეებმა აღნიშნეს. რაც შეეხება დევნილთა დაბრუნების საკითხს, შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციულად, როგორც კი ეს საკითხი დგება, ისინი მოლაპარაკებათა მაგიდას ტოვებენ. ყველა რაუნდი, რაც ჩატარებულა, 49-ვე რაუნდი იმით დასრულდა, რომ დევნილთა საკითხის განხილვისას რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებების მაგიდა დატოვა. რამდენიმე შემოთავაზება იყო, თუ რა კუთხით, რა მიმართულებით შეიძლება ნაბიჯები გადაიდგას, რომ  ვითარების დეესკალაცია მოხდეს“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

კვირის ამბები