სპორტი
28.04.2020 12:07
გორელი მაღალაშვილის მორიგი სიმაღლე
ისევ გორელი საერთაშორისო დიდოსტატის, დავით მაღალაშვილის გამარჯვებით დასრულდა ამჯერად უკვე მეოთხე ონლაინ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში.
მაღალაშვილმა წინა ტურნირიც მოიგო და არც ახლა დაუთმია პირველობა.
დაძაბულ შეჯიბრებაში, გორელმა მოჭადრაკემ 10 შესაძლებლიდან 7.5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო ოთხ უშუალო კონკურენტს – სოფიკო ტერელაძეს, ბაჩანა მორჩიაშვილს, ნიკოლოზ პეტრიაშვილს და გიგა ყუფარაძეს.
შეჯიბრება საერთაშორისო პტაფორმა chess.com–ზე ჩატარადა და მისი ორგანზიატორი იყო საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
კვირის ამბები