საზოგადოება
27.04.2020 21:55
„სოკარ ენერჯი ჯორჯია“ შიდა ქართლში მცხოვრებ ეკონომიკურად გაჭირებულ ოჯახებს საკვებ პროდუქტებს გადასცემს
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ შიდა ქართლში მცხოვრებ ეკონომიკურად გაჭირებულ ოჯახებს საკვებ პროდუქტებს გადასცემს. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის ხელმძღვანელი მაჰირ მამედოვი, შიდა ქართლის გუბერნატორს, გიგი ხოჯევანიშვილს დღეს შეხვდა და ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სურსათი გადასცა.

წინასწარ დაფასოებული პროდუქტი მოსახლეობას უახლოეს დღეებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების დახმარებით გადაეცემა.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, საკვები პროდუქტების გარეშე დარჩენილ მარტოხელა მოხუცებზე, უკიდურესად გაჭირებულ პირებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე, მერიის, გუბერნიის თუ კერძო სექტორის მხრიდან რამდენჯერმე გაიცა დახმარება.
კვირის ამბები