შეზღუდვების შემსუბუქება მოქალაქეებმა კორონავირუსზე გამარჯვებად არ უნდა ჩათვალონ - ირაკლი ჩიქოვანი
შეზღუდვების შემსუბუქება მოქალაქეებმა კორონავირუსზე გამარჯვებად არ უნდა ჩათვალონ - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„ჩვენმა მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც covi19-თან გამარჯვება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ცალკეული ეტაპი და შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ, მხოლოდ საჭიროებისამებრ, გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ. ყველამ უნდაგავაგრძელოთ სოციალური დისტანცირების დაცვა, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა უზრუნველვყოთ მაქსიმალური სიფრთილე იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში covid19 უკონტროლოდ არ გავრცელდეს “, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით საავტომობილო მოძრაობის 10-დღიანი აკრძალვის შემდეგ, დღეიდან, მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილება და ტაქსების ოპერირება ნებადართულია. ქვეყნის სხვა ქალაქების მსგავსად, დილიდან, ავტომობილების ჭარბი ნაკადით გადატვირთულია გორის ქუჩები. მომხმარებელთა რიგებია ბანკებთან, აფთიაქებთან და სასურსათო მაღაზიებთანაც.