საზოგადოება
26.04.2020 14:13
საქართველოში Covid 19-ით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 485-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში Covid 19-ით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის გარდა, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მეექვსე პაციენტი გარდაიცვალა. სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი 83 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც კორონავირუსული ინფექციის გარდა, თანმდევი პათოლოგიები აღენისნებოდა - გულის უკმარისობა და მოციმციმე არითმია.

მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ.გვერდის - stopcov.ge. ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 139 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამ დროსითვის, კარანტინის რეჟიმში რჩება 4928 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ  იმყოფება 522 პაციენტი.

გარდაცვლილია 6 პაციენტი.

 

კვირის ამბები