საზოგადოება
25.04.2020 14:50
შიდა ქართლში ყოველდღიურად ხდება ათობით ახალი ნიმუშის აღება, ამ დროისთვის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს - გიგი ხოჯევანიშვილი

სამოქალაქო სექტორის პარალელურად, გადამოწმდა სამედიცინო სფეროში მომუშავე არაერთი პირი. ამ დროისთვის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს, - განაცხადა ჟურნალისტებთან შიდა ქართლის გუბერნატორმა რეგიონში არსებული მდგომარეობის შეფასებისას.

,,შიდა ქართლში ყოველდღიურად ხდება ათობით ახალი ნიმუშის აღება და ლუგარის ცენტრში გაგზავნა, სამოქალაქო სექტორის პარალელურად, გადამოწმდა სამედიცინო სფეროში მომუშავე არაერთი პირი. ამ დროისთვის, არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს, ყველა პასუხი უარყოფითია.

რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურს, სადაც 2 დადასტურებული შემთხვევის გამო მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, აღნიშნული ორის გარდა, სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჩვენ, ამასთან დაკავშირებით, მუდმივი კონსულტაცია გვაქვს ეპიდემიოლოგებთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან და თუ მიზანშეწონილად ჩაითვლება მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გაუქმება, ამის თაობაზე ერთობლივად იქნება გადაწყვეტილება მიღებული ჯერ ადგილობრივ შტაბში და შემდგომ, აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმდება ცენტრალურ საკოორდინაციო საბჭოსთან.

ასევე გეტყვით, რომ რეგიონში ინტენსიურ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომელიც ყოველდღიურად ათასობით ზარს აძლევს მიმართულებას, საჭიროების შემთხვევაში გაიცემა გადაადგილების ნებართვები ან მოქალაქეებისთვის მათთვის საჭირო სხვა ტიპის დახმარების გაწევა ხდება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

კვირის ამბები