საქართველოში Covid 19-ით ინფიცირებული კიდევ 18 პირი გამოჯანმრთელდა და მთლიანობაში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - stopcov.ge განთავსდა.
ამავე ინფორმაციით, ინფიცირებულია 431 ადამიანი, კარანტინში იმყოფება 5888 პირი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 571 პაციენტია.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 132 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა.
ბოლო გამოჯანმრთელებული ე.წ. ქობულეთის კლასტერიდანაა. 78 წლის ქალმა ბათუმის კლინიკა დღეს დატოვა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება