საზოგადოება
24.04.2020 15:57
აკადემიური წლის გამოცხადდება არ იგეგმება - პრემიერი

საქართველოში აკადემიური წლის გამოცხადდება არ იგეგმება, თუმცა, სკოლებში სწავლა სექტემბრამე არ განახლდება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო გამოწვევასთან გამკლავება.

„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ აკადემიური წელი არ გამოცხადდება, სასწავლო რეჟიმი მიმდნარეობს ნორმალურად. განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო გამკლავებოდა ამ შეზღუდვებს და დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე, უმაღლეს სასწავლებლებში საკმაოდ ეფექტურად გაატარა. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება, გამოცდები ჩატარდება შეუფერხებლად. აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადების ნაწილი, თორემ მექანიზმი ეროვნული გამოცდებისა, იქნება სრულად შენარჩუნებული“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კვირის ამბები