საზოგადოება
24.04.2020 15:14
მთავრობა თვითდასაქმებულ მოქალაქეებს ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება

თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„ჩვენი მოქალაქეების ფენა, რომლებიც არაფორმალურ იყვნენ დასაქმებულები ან თვლიდნენ თავს თვითდასაქმებულად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის არის უკიდურესად რთული მათი იდენტიფიცირება, რადგან ისინი არ აღირიცხებიან არც ერთ ოფიციალურ ბაზებში და წყაროებში. მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალური გამარტივების გზით, მოხდება ასეთი ადამიანების იდენტიფიცირება და შემდეგ, გავუწევთ მათ ერთჯერად დახმარებას 300 ლარის ოდენობით. ამ ღონისძიების დაახლოებითი ბიუჯეტი იქნება 75 000 000 ლარი“, - აღნიშნა პრემიერმა.

კვირის ამბები