ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, საკვები პროდუქტების გარეშე დარჩენილ მარტოხელა მოხუცებს, უკიდურესად გაჭირებულ პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს ადგილობრივი თვითმმართველობა სასურსათო პაკეტებს გადასცემს. უსახსროდ დარჩენილი ოჯახებს, კუთვნილი დახმარების მიღება უკვე შეუძლიათ:
„გორის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად აგრძელებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად უსახსროდ დარჩენილი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფას. საკვები პროდუქტები, ამჯერად, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთის სოფელში მცხოვრებ ოჯახებს გადავეცით. სოფელი წითელწყარო, სადაც გუშინ მოთოვა, საყავრის ტერიტორიულ ორგანოში მდებარეობს და აქ მოსულმა ნალექმა კიდევ უფრო გაურთულა ადგილობრივებს გარესამყაროსთან კომუნიკაცია“, -აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული კატეგორიის ოჯახებმა დახმარების ერთჯერადად მისაღებად შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს უნდა მიმართონ.
„გორის მერია კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით და მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ მთავრობისა და მედიკოსების რეკომენდაციები, დარჩით სახლში და გაუფრთხილდით საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას. აღნიშნული კატეგორიის ოჯახებმა კი, კუთვნილი დახმარების მისაღებად მიმართეთ მერის წარმომადგენლებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
GMnews-ი, დაინტერესებულ მკითხველს გთავაზობთ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საკონტაქტო ინფორმაციას:
1. ცენტრალურის დასახლების 1-ლი უბანი - ირმა ბოლაშვილი- 598 43 47 47 ;599 85 10 38
2. ცენტრალურის დასახლების მე-2 უბანი - მარინე მაკრახიძე - 599414317
3. კომბინატის დასახლების 1-ლი უბანი - მირიან კლიმიაშვილი-599851702
4. კომბინატის დასახლების მე-2 უბანი -მევლუდ ჩოხელი-599 85 89 49; 599 10 20 73
5. ჭალა-წყაროსუბანის დასახლება - დავით ჭიპაშვილი - 551937187
6. სადგური-ელექტროფიკაციის დასახლება - მაია მთვარაძე - 599 85 45 01; 598 11 83 83
7. წმინდაწყლის 1-ლი უბანი -კახი თოდაძე - 599 445341; 599 00 44 23
8. წმინდაწყლის მე-2 უბანი - მიხეილ შენგელია - 599605024
9.ვერხვების დასახლება - დარეჯან შატბერაშვილი -577543055
10. დევნილთა ჩასახლება - მზია მეტრეველი - 595 32 07 10
11. კვერნაქის დასახლება - ნიკოლოზ მიქაბერიძე - 551 008 558
12. ბერბუკი - კობა ქარელიშვილი - 599414436
13. კარალეთი - ჰამლეტ პეტუაშვილი -599676876
14. მეჯვრისხევი -ალექსანდრე ბუჯიაშვილი -59591 2324
15. სკრა - ილია ოქროშიაშვილი -599 85 17 52
16. ტირძნისი - მიხეილ გოგინაშვილი -551116422
17. დიცი - მურმან ბადაშვილი- 599 11 41 28
18. ტინისხიდი - დავით ავაზნელი - 599677650
19. ქვახვრელი - დიმა მირუაშვილი - 555188258
20. შინდისი - ალექსი მთვარაძე - 598 38 78 87
21. ძევერა - მოგელი ქობლიანიძე - 551 69 05 10 ; 599446941
22. ზეღდულეთი - დავით ცერცვაძე - 599 85 16 84
23. ახალუბანი - ტარიელ ვათიაშვილი - 555 59 59 51; 599414254
24. ატენი - ნუგზარ მძინარაშვილი - 599 85 17 71
25. ნიქოზი - გიორგი ლაზარაშვილი - 591 54 10 41
26. მღებრიანი -რობიზონ დავითაშვილი - 595282755
27. ბოშური - კახა თინიკაშვილი - 591 22 66 18
28. საყავრე -გია ოქროპირიძე - 599 85 17 03
29. ხიდისთავი - გურამ აბრამიძე - 599 775786
30. მერეთი -რუსუდან კილაძე -598791547
31.ვარიანი - პაატა კოკაური - 598902489
32. შავშვები - როინ ადიკაშვილი - 577375748
33. ტყვიავი - ზაზა კორინთელი - 599577258; 599449341