საზოგადოება
24.04.2020 10:42
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 431-მდე გაიზარდა, აქედან 114 გამოჯანმრთელებულია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კიდევ გაიზარდა და 431 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ.გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ვებ.გვერდის ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 5126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 578 პირი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 11-ით არის გაზრდილი.

ცნობისთვის, 431 პაციენტიდან 114 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კვირის ამბები