საზოგადოება
23.04.2020 18:15
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობას 49 პაციენტი გადის, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა რთულია, ერთი კი - კრიტიკულია - თენგიზ ცერცვაძე

„გორის სამხედრო ჰოსპიტალში, კორონავირუსით ინფიცირებული 49 პაციენტი მკურნალობს, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა რთული, ერთი კი - კრიტიკულია“, - აღნიშნული განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დათვალიერების შემდეგ გააკეთა.

ცერცვაძის თქმით, მისი, როგორც COVID-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელის ვალდებულებაა ყველა იმ კლინიკაში არსებულ მდგომარეობას გაეცნოს ადგილზე, სადაც კორონავირუსით უნფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.

„მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერის გადაწყვეტილებით COVID-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი გახლავართ და ჩემი ვალდებულებაა, რომ კოორდინირება გავუწიო ყველა იმ კლინიკაში COVID-19-ის მართვას, რომელი კლინიკებიც ასეთ ავადმყოფებს იღებენ. ვიყავი ბათუმში, ახლა გახლავართ გორში და ვაპირებ ყველა კლინიკის მოვლას - ქუთაისში, საჩხერეში, ზუგდიდში და თბილისში, თავისთავად.  

გორის სამხედრო ჰოსპიტალს ამჟამად 49 პაციენტი გადის მკურნალობას, ჩემი მიზანი იყო რომ გავცნობოდი ყველაზე უფრო სერიოზულ პაციენტებს, შეგვემუშავებინა ერთობლივი ტაქტიკა კვლევის მენეჯმენტისა ამ პაციენტებთან მიმართებაში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მეორე ვიზიტია რეგიონებში და ორივე ვიზიტით ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც ვნახე, COVID ავადმყოფების მენეჯმენტი მიმდინარეობს ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე და შედეგიც ამაზე მეტყველებს“, - აღნიშნული განცხადება თენგიზ ცერცვაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში არსებული მდგომარეობის გაცნობის შემგედ გააკეთა.

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალი პაციენტებიდან კორონავირუსი 4-მა პირმა უკვე დაამარცხა.

კვირის ამბები