საქართველოში კორონავირუსისგან 105 ადამიანი განიკურნა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 416-მდე გაიზარდა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„დღეს დილით გვქონდა 411 დადასტურებული შემთხვევა, დღის განმავლობაში უკვე დამატებულია ხუთი შემთხვევა. მათი უმრავლესობა უკვე დადასტურებული ინფიცირებული შემთხვევების კონტაქტებს წარმოადგენს და დაწყებულია მათი ეპიდკვლევა. ქვეყანაში გვყავს 107 გამოჯანმრთელებული პაცინტი და სამწუხაროდ, დადასტურებულია გარდაცვალების ხუთი შემთხვევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კარანტინის რეჟიმში რჩება 5160, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 579 პირი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება