საზოგადოება
22.04.2020 14:54
საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, შეზღუდვები საჰაერო მიმოსვლაზე 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. აღნიშნულის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც საქართველოს მიმართულებით რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ.
„გაცნობებთ, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციების გათვალისწინებით. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით,"- აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კვირის ამბები