საზოგადოება
22.04.2020 12:52
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განსახორციელებლად ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა შეიცვალა
22 აპრილიდან 27 აპრილამდე, საქართველოს რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განსახორციელებლად, დროის გარკვეულ მონაკვეთში, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება დასაშვები იქნება. კერძოდ კი, ავტომობილით მოძრაობა შესალებელია მხოლოდ მითითებულ დროს დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„აუცილებელი პირობაა, რომ გადაადგილების დროს დაცული იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოების წესები, რაც ავტომობილით არაუმეტეს სამი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილებას გულისხმობს. ამასთან, სავალდებულოა, თითოეულ მგზავრს ეკეთოს პირბადე“, - ნათქვამია განცხადებაში.
GMnews-ი დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოპოვებისთანავე მოგაწვდით.
კვირის ამბები