საზოგადოება
21.04.2020 20:56
შიდა ქართლში ე.წ. ცხელების კიდევ ერთი ცენტრი ამოქმედდა

შიდა ქართლში ე.წ. ცხელების კიდევ ერთი ცენტრი ამოქმედდა. ,,გორმედის“ ქსელის ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე მოწყობილი ცხელების ზონა ერთდროულად 35 პაციენტის მიღებას და მართვას შეძლებს.

ე.წ. ცხელების ახალ ცენტრში არსებულ მდგომარეობას შიდა ქართლის გუბერნატორი გაეცნო. არსებულ რესურსებსა და მუშაობის პრინციპზე გუბერნატორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ,,გორმედის“ ქსელის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ჭეიშვილმა და ქარელის კლინიკის მენეჯერმა ზაქრო მეყანწიშვილმა.

მხარის რწმუნებულის ინფორმაციით, რეგიონის ტერიტორიაზე მოქმედი ცხელების ცენტრების რესურსი ამ ეტაპზე საკმარისია და შექმნილი ვითარების მართვა პრობლემების გარეშე ხდება.

,,ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, რეგიონში ე.წ. ცხელების კიდევ ერთი ცენტრი ამოქმედდა და ცხელი ხაზის მეშვეობით მიღებული შეტყობინებების საფუძველზე პაციენტები უკვე მიიღო. ამ დროისთვის, შიდა ქართლის ტერიტორიაზე ცხელების 5 ზონაა მოწყობილი. თითოეული ცენტრი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო საშუალებით. ამ ეტაპზე, რეგიონში არსებული მდგომარეობის მართვისთვის არსებული სამედიცინო ცენტრების რესურსი საკმარისია“, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.

 

 

კვირის ამბები