საზოგადოება
21.04.2020 11:54
ღრუბლიანობა, ნალექი და დაბალი ტემპერატურა გორის მუნიციპალიტეტში ოთხი დღის განმავლობაში შენარჩუნდება

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უახლოესი ოთხი დღის განმავლობაში ტემპერატურა დაიკლებს და მოსალოდნელია ნალექი.

უფრო კონკრეტულად - დღეს, 21 მარტს, მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა, ჰაერი + 12 გრადუსამდე გათბება. შედარებით გამოიამინდებს 16-დან 19 საათამდე.

ხვალ, 22 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი მხოლოდ + 8 გრადუსს მიაღწევს.

ღრუბლიანობა, ნალექი და დაბალი ტემპერატურაა ნავარაუდევი მომდევო ორი დღის განმავლობაშიც.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 26 აპრილიდან გამოიამინდებს.

კვირის ამბები