საზოგადოება
21.04.2020 09:10
დღეს გახდება ცნობილი, გახანგრძლივდება თუ არა ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა ძალაშია დღევანდელი დღის - 21 აპრილის ჩათვლით, შესაბამისად, დღეს  მოქალაქეებისთვის მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა ნებადართული კვლავ არ არის.

გახანგრძლივდება თუ არა ეს აკრძალვა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეს იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 17-დან 21 აპრილის ჩათვლით,  ქვეყნის მასშტაბით, მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა. შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე.

 

კვირის ამბები