საზოგადოება
21.04.2020 08:56
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა საქართველოში 400-ს გასცდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 402-მდე გაიზარდა.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე  გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 4779 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი - 561 პაციენტი.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 95 პირი გამოჯანმრთელდა, 4 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

კვირის ამბები