საზოგადოება
20.04.2020 20:05
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 402 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 95 გამოჯანმრთელებულია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 402 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 95 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ.გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ვებ.გვერდის ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 4 782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 503 პირი იმყოფება.

ინფორმაციისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 3 მოქალაქე მკურნალობს.

 

კვირის ამბები