კულტურა
09.10.2019 17:52
ცუდი არ იქნებოდა, ვარსკვლავის გახსნა გორის ქალთა კაპელათი დაწყებულიყო - ეკატერინე სუხიშვილი

გორის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე, ეკატერინე სუხიშვილი გორის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვარსკვლავის გახსნთასან დაკავშირებით GMnews-ის ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. კომენტარში ეკატერინე სუხიშვილი სურვილს გამოთქვამს, რომ ვარსკვლავის გახსნა გორის ქალთა კაპელათი დაწყებულიყო.

,,მიხარია, რომ ორი წლის წინ დაწყებულ ინიციატივას თავი მოება და გორსაც ეყოლება ვარსკვლავოსნები. სადაო და საწყენი რომ არ ყოფილიყო, ცუდი არ იქნებოდა ვარსკვლავის გახსნა გორის ქალთა კაპელათი დაწყებულიყო. დარწმუნებული ვარ სწორ არჩევანს გააკეთებენ“, - წერს ეკატერინე სუხიშვილი.

ვისი სახელობის იქნება გორში გახსნილი პირველი ვარსკვლავი, ადგილობრივ ხელისუფლებაში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ, თუმცა, GMnews-ის არაოფიციალური წყაროს ცნობით, პირველი ვარსკვლავი ხელოვნების სფეროში მოღვაწე სხვა დამსახურებული გორელის სახელობის იქნება. ეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა GMnews-თან არც უარყვეს და არც დაადასტურეს.

გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის წინ პირველი ვარსკვლავი იხსნება. ღვაწლმოსილი გორელისთვის ვარსკვლავის გახსნა წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
http://www.gmnews.ge/geo/148 

 

კვირის ამბები