საზოგადოება
20.04.2020 11:22
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 399-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 399-მდე გაიზარდა.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე  გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 4782 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი - 503 პაციენტი.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 93 პირი გამოჯანმრთელდა, 4 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კვირის ამბები