საზოგადოება
19.04.2020 15:28
გორი ავტომანქანების გარეშე - ფოტორეპორტაჟი გორიჯვრიდან

უკვე მესამე დღეა, ქვეყნის მასშტაბით, მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია. გორის ქუჩებში ყველაზე მრავლად ველოსიპედებით მოძრავ მოქალაქეებს შეხვდებით.

შეგახსენებთ, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე, ასევე, დასაშვებია მოტოციკლით, მოპედით და ველოსიპედით გადაადგილება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. შეზღუდვა ეხება ტაქსების გადაადგილებასაც.

გორი ავტომანქანების გარეშე - GMnews-ის ფოტორეპორტაჟი გორიჯვრიდან.

კვირის ამბები