საზოგადოება
18.04.2020 11:20
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 385-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ ბოლო ერთი დღის განმავლობაში 15 ერთეულით მოიმატა და 385-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსდა.

ვებ.გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია 4971 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 519 პირი იმყოფება.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 84 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კვირის ამბები