შინდისის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნინო გარსევანიშვილმა, მოსწავლეს, რომელიც ციფრული ტექნიკის არქონის გამო ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებოდა, სკოლის დირექტორმა საკუთარი მობილური ტელეფონი აჩუქა. ამის შესახებ ინფორმაციას შინდისის საჯარო სკოლის პედაგოგები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და მადლობას უხდიან როგორც სკოლის დირექტორს, ასევე მანანა არაბაშვილის ოჯახს, რომელმაც სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტები გადასცა.
,,კორონავირუსის გამო შექმნილი რთული სოციალური მდგომარეობის ფონზე, შინდისის საჯარო სკოლის პედაგოგ მანანა არაბაშვილის ოჯახმა, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს საკვები პროდუქტები გადასცა. შინდისის საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ნინო გარსევანიშვილმა, საკუთარი ტელეფონი აჩუქა ერთ-ერთ მოსწავლეს, რომელიც ციფრული ტექნიკის და ინტერნეტის არქონის გამო, ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებოდა. შინდისის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ნინო გარსევანიშვილს, მანანა არაბაშვილს და ზურაბ გოზალიშვილს გაწეული სიკეთისთვის”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც შინდისის საჯარო სკოლის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.