კონფლიქტები
17.04.2020 22:00
დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ხურვალეთში, მავთულხლართების მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი ცხინვალში გადაიყვანეს

დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ხურვალეთში, მავთულხლართების მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი ცხინვალში გადაიყვანეს.

ვანიშვილების ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ვანიშვილებთან გუშინ დილით მივიდნენ, მოტივად სამედიცინო გადამოწმება დაასახელეს, რა დროსაც განაცხადეს, რომ დათა ვანიშვილის შვილიშვილს, ახალგაზრდა მამაკაცს ტემპერატურა აღენიშნებოდა და კარანტინს ექვემდებარებოდა, ამ მოტივით იგი ცხინვალში გადაიყვანეს. დღეს დილით სამედიცინო პერსონალი ვანიშვილებთან კვლავ გამოჩნდა და განუცხადეს, რომ პრევენციის მიზნით, ორკვირიან კარანტინში უნდა გადაეყვანათ მალხაზ ვანიშვილის მეუღლეც.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცხინვალში იმყოფება.

კვირის ამბები