ცნობილი მოჭადრაკე, პედაგოგი, მრავალი წლის განმავლობაში საჭადრაკო კლუბი და სკოლა ,,მთიების“ ხელმძღვანელი, საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე გურამ მუკნიაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გორის ჭადრაკის კლუბმა გაავრცელა - ,,გარდაიცვალა გორელი ღვაწლმოსილი პედაგოგი და უხუცესი მოჭადრაკე გურამ მუკნიაშვილი. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ახლობლებს“, - ნათქვამია გორის ჭადრაკის კლუბის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გურამ მუკნიაშვილის პედაგოგიურ მოღვაწეობას და საჭადრაკო სკოლას არაერთი წარმატებული მოჭადრაკის სახელი უკავშირდება. წლების განმავლობაში, მისი ხელმძღვანელობით, საჭადრაკო კლუბი ახალბედების თუ ვეტერანების უამრავ ტურნირს მასპინძლობდა.
გურამ მუკნიაშვილი 1937 წლის 18 სექტემბერს დაიბადა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება