საზოგადოება
17.04.2020 15:53
გორისა და ატენის ეპარქიაში აღდგომის ღამისმსახურება არ ჩატარდება

გორისა და ატენის ეპარქიაში აღდგომის ღამისმსახურება არ ჩატარდება. სადღესასწაულო ლიტურგია კვირას, საკომენდანტო საათის გასვლის შემდეგ დაიწყება და მრევლს ტაძარში მისვლის შესაძლებლობაც აღდგომის დღესასწაულის დღეს - დილით მიეცემა.

სწორედ აღდგომის დილით გადანაწილდება იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლიც და მომლოცველებს, რეკომენდაციების დაცვით, მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.

„არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ტაძრებში ღამის ლიტურგია ჩატარდება თუ დილის. წმინდა ცეცხლი საქართველოში დილით ჩამობრძანდება და ტაძრებშიც დილით გადანაწილდება. მრევლს სწორედ აღდგომის დილას შეეძლება ტაძრიდან ცეცხლის წაღება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ნელ-ნელა და რეკომენდაციების დაცვით შევიდნენ ტაძარში“, - აღნიშნა გორისა და ატენის ეპქრქიის მღვდელმა მამა გიორგიმ (კარელიძე).

კვირის ამბები