კონფლიქტები
17.04.2020 15:47
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ტახტიძირის მიმდებარედ განახორციელეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი - სუს-ი

ქარელის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ტახტიძირის განაპირას ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დღეს დილით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების გადაადგილება შენიშნეს. სოფლის მოსახლეობის ინფორმაციით,  აღნიშნულ მონაკვეთზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ბარიერებს ამონტაჟებენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტიძირის მიმდებარედ განახორციელეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.

,,მიმდინარე წლის 17 აპრილს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტიძირის მიმდებარედ განახორციელეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები. მსგავსი უკანონო აქტივობები, მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივების ყოველდღიურობას“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

კვირის ამბები