საქართველოში კორონავირუსისგან 79 ადამიანი გამოჯანმრთელდა - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
ასევე შეიცვალა კარანტინის რეჟიმში და სტაციონარში მყოფთა რაოდენობაც. დილის მონაცემებით თუ, კარანტინში 5079 ადამიანი იყო, ახლა 5035 იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი 558 მოქალაქის ნაცვლად, ამჟამად, აღნიშნული მომსახურებით 540 მოქალაქე სარგებლობს.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 77, ხოლო 3 გარდაიცვალა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება