საზოგადოება
17.04.2020 13:06
ნახეთ რა სიტუაციაა გორის ქუჩებში ავტომობილების მოძრაობის აკრძალვის შემდეგ

ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა დღეს 12:00 საათზე აიკრძალა. ამ დროისთვის, ქალაქის თითქმის ყველა ქუჩის საავტომობილო მონაკვეთი ცარიელია, თუმცა, ზოგიერთ ქუჩაზე ველოსიპედით მოსიარულე მოქალაქეებს შეხვდებით.

როგორც ცნობილია, შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე, ასევე დასაშვებია მოტოციკლით, მოპედით და ველოსიპედით გადაადგილება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. შეზღუდვა ეხება ტაქსების გადაადგილებასაც.

კვირის ამბები