საზოგადოება
17.04.2020 12:45
სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის - საპატრიარქო

მსუბუქი მანქანების მოძრაობის შეზღუდვა საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა, - ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

„გუშინ, 16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 საათიდან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და, რა თქმა უნდა, სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის. სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ“, - აღნიშნულია განცხდებაში.

კვირის ამბები