საზოგადოება
17.04.2020 11:00
რა სახის სამედიცინო მომსახურების საჭიროების შემთხვევაშია დაშვებული გადაადგილება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან 21 აპრილის ჩათვლით იკრძალება ავტომანქანების, მათ შორის ტაქსების მოძრაობაც. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილებას, მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, გარკვეულ შემთხვევებში გადაადგილება ნებადართულია.

სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილება დასაშვებია, თუ თქვენ გაქვთ სამედიცინო მომსახურების მიღების აუცილებლობის აშკარა ნიშნები (მაგ. დაგეწყოთ მშობიარობა, გაქვთ მოტეხილობა და ა.შ.), ნებადართულია გადაადგილება სამედიცინო მომსახურების მისაღებად (თანხმლებ პირთან ერთად).

თუ გჭირდებათ აუცილებელი გეგმური სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით (მაგ. დიალიზი, ონკოლოგიური მკურნალობა და ა.შ.) გადაადგილება, თან უნდა იქონიოთ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა. იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ მსგავსი ცნობა, უნდა დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს/სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც, თავის მხრივ, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულად აწვდის შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულის საფუძველზე, თქვენზე გაიცემა მიზნობრივი გადაადგილების ელექტრონული ნებართვა. ელექტრონული ფორმით ცნობის ვერმიღების პირობებში, ცნობის მისამართზე მიტანას უზრუნველყოფს სსიპ - სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რაიონული განყოფილება.

 

კვირის ამბები