საზოგადოება
17.04.2020 10:09
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 370-მდე გაიზარდა, მათგან 77 გამოჯანმრთელებულია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 370-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ვებ.გვერდის ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 5079 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558 პირი იმყოფება.

ინფორმაციისთვის, 370 ადამიანიდან 77 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კვირის ამბები