საზოგადოება
17.04.2020 09:44
დღეიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

დღეიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ გუშინ მიიღო.

როგორს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განმარტავს, ამ მოთხოვნის შესრულებაზე პასუხისმგებლობა იურიდიულ პირებს დაეკისრებათ.

„იმ შემთხვევაში, თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა, ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ და დავიცავით კანონი, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ეს აუცილებლად გახდება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გამწვავების საფუძველი და ჩვენ მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამწვავება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს. კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ასევე სხვის ჯანმრთელობას, დარჩით სახლში", - განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსნებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის, იურიდიული პირების პასუხისმგებლობა 15 000 ლარით განისაზღვრება.

კვირის ამბები