საზოგადოება
17.04.2020 07:43
დღეიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა იკრძალება

დღეს, 12:00 საათიდან, ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა იკრძალება. აღნიშნული შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება.

ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე. განსაკუთრებულად აუცილებელ შემთხვევაში, პირებს და კომპანიებსა შეუძლიათ ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზით - 144.

კვირის ამბები