მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ შეზღუდვაზე გააკეთა განცხადება, რომელიც ძალაში ხვალიდან შედის.
17 აპრილიდან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.
აღნიშნული მოთხოვნის შესრულებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება დაწესებულებას - იურიდიულ პირს და ჯარიმის სახით დაეკისრება 15 ათასი ლარის გადახდა.
,,თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციამ, სამოქალაქო ორგანიზაციამ, ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ და დავიცავით კანონი, საგანგებო მდგომაროების ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ეს გახდება ქვეყანაში ეპიდემილოგიური ვითარების მკვეთრი გამწვავების საფუძველი და ჩვენ მოგვიწევს ზომების უკიდურესი გამწვავება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს. კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა, გაუფრთხლიდით როგორც საკუთარ ასევე, სხვების ჯანმრთელობას",- პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.