საზოგადოება
16.04.2020 21:14
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 348-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 348-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ვებ.გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 494 პირი იმყოფება.

ინფორმაციისთვის, 348 ადამიანიდან 76 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კვირის ამბები