ასაკიანი ადამიანები მიჯაჭვულები არიან ფილტვების ვენტილაციაზე. იხრჩობა ადამიანი და ამის ყურება ძალიან რთულია ჩვენთვისაც. ნუ გაგვიკეთებთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ - ეს განცხადება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა მედიასთან გააკეთა.
რატიანის თქმით, ყველაზე მთავარი ფიზიკური დისტანციის დაცვაა.
,,ყველას უნდა ვთხოვო, ეს იქნება ერი თუ ბერი, დავიჭიროთ ფიზიკური დისტანცია. სამი შვილი მყავს და თვენახევარია ოჯახის არც ერთი წევრი არ მინახავს. განა არ მენატრება, მაგრამ უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ. ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან იმის გამო, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ. ასაკიანი ადამიანები მიჯაჭვულები არიან ფილტვების ვენტილაციაზე, იხრჩობა ადამიანი და ამის ყურება ძალიან რთულია ჩვენთვისაც”, - განაცხადა საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა.