მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი სოციალურ ქსელში სპექტაკლების ვიდოჩანაწერების ჩვენებას აგრძელებს.
შაბათს, 18 აპრილს, მაყურებელთან შეხვედრის უცვლელ დროს - 19:00 საათზე, სასცენო ხელოვნების მოყვარულებს შეუძლიათ თანამედროვე რეჟისორის, ხათუნა ბედელაძის სასცენო ნამუშევარი იხილონ. იოკე ვან ლეეუვენის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „ჰიპ“ - ნებისმიერი ასაკის მაყურებელზეა გათვლილი. როგორც ერისთავის სახელობის თეატრში ამბობენ, მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს არის გამართლებული ცოცხალი სპექტაკლის ნაცვლად ვიდეოჩანაწერების ყურება. ამიტომაც, ცდილობენ ერთგულ მაყურებელს თეატრში სიარულის დანაკლისი ვირტუალურ სივრცეში გამართული წარმოდგენების ჩვენებით შეუვსონ.
შეგახსენებთ, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულმა თეატრმა სპექტაკლების ვიდეოჩანაწერების ჩვენება სოციალური ქსელ „ფეისბუქსა“ და „იუთუბიზე“ 28 მარტს დაიწყო.