საზოგადოება
16.04.2020 10:44
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30-ით გაიზარდა

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე განთავსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველოში, ბოლო 24 საათის განმვალობაში 30 ერთეულით გაიზარდა კოვიდინფიცირების შემთხვევები და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 336-მდე გაიზარდა. პარალელურად, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი და მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის,  კარანტინის რეჟიმში რჩება 5034 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 463 პაციენტი.

3 ინფიცირებული გარდაიცვალა.

კვირის ამბები