სპორტი
15.04.2020 22:28
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რეგიონებში მცხოვრებ ვეტერან ფეხბურთელებს სააღდგომოდ საჩუქრები გადასცა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ყველა რეგიონის და მათ შორის შიდა ქართლის ვეტერან ფეხბურთელებს სააღდგომოდ საჩუქრები გაუგზავნა.

,,ეს არ არის ფეხბურთის ფედერაციის პირველი აქცია მას შემდეგ, რაც მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში კორონავისურსს ვებრძვით. ფეხბურთის ფედერაცია იყო პირველი ორგანიზაცია, რომელმაც საქართველოს შესაბამის ფონდში თანხა გადარიცხა (100 ათასი ლარი). დღეს კი გვინდა, გვერდში დავუდგეთ ჩვენს ძვირფას ადამიანებს – ქართული ფეხბურთის ვეტერანებს. მათ ჩვენი იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეთ. ამასთან, ჩვენ მუდამ დავუდგებით გვერდში ჩვენს ქვეყანას, გულშემატკივრებს და ფეხბურთელებს", განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

კვირის ამბები