კულტურა
09.10.2019 13:14
ვისი სახელობის იქნება გორის პირველი ვარსკვლავი

გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის წინ პირველი ვარსკვლავი იხსნება. ღვაწლმოსილი გორელისთვის ვარსკვლავის გახსნა წლის ბოლომდეა დაგეგმილი, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ არ ამხელენ, ვისი სახელობის იქნება გორის პირველი ვარსკვლავი.

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი GMnews-თან საუბრისას ამბობს, რომ ვარსკვლავს ნამდვილად ღირსეულ გორელს გაუხსნიან, თუმცა, გვარის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. რაც შეეხება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელს, რამაზ შიოშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე რამდენიმე კანდიდატურაზე მიმდინარეობს მსჯელობა.

GMnews-ი საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელსაც ესაუბრა. დავით ოქიტაშვილის თქმით, მისთვის უცნობია, რომელ გამოჩენილ გორელზე შეაჩერებს მერია არჩევანს. მას შემდეგ კი, რაც საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება, პალატა ვარსკვლავის გახსნის ცერემონიის და შესაბამისი ღონისძიების სრულ საორგანიზაციო უზრუნველყოფას მოახდენს.

კვირის ამბები